მოდრიჩი:
Aa
Aa

მოდრიჩი: "რეალის და ბარსას ნახევარდაცვას მე ნუ შემადარებინებთ"

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩავიმ, ინიესტამ და ბუსკეტსმა წარუშლელი კვალი დატოვეს. ხშირად ვისმენთ მოსაზრებას, რომ ლუკა მოდრიჩმაც ანალოგიური რამ შეძლო. ამასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, ხორვატმა ნახევარმცველმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-საიტთან ისაუბრა.

რა თქვა მოდრიჩმა?

„არ მიყვარს, შედარებას მთხოვენ. ჩავიმ, ინიესტამ და ბუსკეტსმა ბარსასთვის და ესპანეთის ნაკრებისთვის უამრავი რამ გააკეთეს. მე კაზემირომ და კროოსმა „რეალისთვის“ ბევრი რამ გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე, მირჩევნია სხვებმა შეგვადარონ და არჩევანი გააკეთონ, თუ რომელია უკეთესი ნახევარდაცვის ტრიო.

ოქროს ბურთს ბენზემას

ოქროს ბურთზე რამდენიმე კანდიდატს რეალურად შეუძლია ფიქრი. ერთ-ერთი მათგანი კარიმ ბენზემაა. ფრანგი ამ ჯილდოს იმსახურებს, რადგან წელს ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, ბენზემა ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმედი მაქვს ოქროს ბურთს სწორედ ჩემი თანაგუნდელი დაეუფლება.

მსოფლიო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ

ვერ ვხედავ აზრს რატომ უნდა ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ. მუნდიალს განსაკუთრებულობას სწორედ ის ხდის, რომ 4 წელიწადში ერთხელ არის და ყველა მოუთმენლად ელოდება. ჯერჯერობით აზრი ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის არ უკითხავთ და არ ვიცი წინასწარ რა მოხდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები