ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: „ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა
Aa
Aa

ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: „ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა"

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მატჩებს ამსტერდამის ზიგო დომეს და გრონინგენის მარტინიპლაზას დარბაზებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები დაუპირისპირდება.

ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართა და ჩვენი ნაკრების მეტოქეები გამოარკვია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები D ქვეჯგუფში ითამაშებს:

საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით.


იმის ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში მოვხვდებოდით არავის გვქონია, რადგან ასეთი დონის ტურნირზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს.


ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატი და კონკრეტულად ეს ჯგუფი ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იქნება. იმიტომ, რომ ფუტსალის ელიტაში თავის დამკვიდრების შანსი გვეძლევა".

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

22 იანვარი | გრონინგენი
საქართველო - აზერბაიჯანი

26 იანვარი | გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 იანვარი | გრონინგენი
საქართველო - ესპანეთი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას ქალაქ ზეისტში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მენეჯერი დავით დათუნაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონდე ორ-ორი გუნდი მოიპოვებს. აღნიშნულ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯამში რვა ნაკრები მიიღებს.

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდები უმასპინძლებს. 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები