მაისურაძე ელიტ-რაუნდზე: „ვთქვით, ამხელა გზა გამოვიარეთ და ქვეყანა წარმოვაჩინოთო
Aa
Aa

მაისურაძე ელიტ-რაუნდზე: „ვთქვით, ამხელა გზა გამოვიარეთ და ქვეყანა წარმოვაჩინოთო"

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილით დაასრულა და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 13 ჯგუფით დაკომპლექტდა, ჩვენი გუნდი X ჯგუფში ნორვეგიის, უელსისა და კოსოვოს ნაკრებებთან თამაშობდა და 7 ქულით გალიდერდა.

ვასილ მაისურაძე - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელი გავაკეთეთ, თუმცა ამ შედეგის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ იყო. 7 დღეში 3 მატჩის ჩატარება მოგვიწია, ძალების გადანაწილება მოგვიხდა, რადგან ჩვენი ბიჭებისთვის მეტოქეების ტემპი და დინამიკა ცოტა უცხო იყო.

 თავიდანვე ვთქვით: ჩამოვედით, ამხელა გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ ჩვენი თავი, გუნდი და ქვეყანა წარმოვაჩინოთო. ამ სულისკვეთებამ და გუნდურობამ, დაუღალავმა მისწრაფებამ, შედეგი მოგვიტანა.

ყველამ მაქსიმალურად მოინდომა, ვისაც ამ დონეზე გამოცდილება არ ჰქონია, მათაც. ვიტყოდი, რომ მთელი საკვალიფიკაციო უშეცდომოდ ჩაატარეს.

19-წლამდე ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც შესაძლოა, სულ მალე ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.

19-წლამდე ნაკრებს ელიტ-რაუნდის შეხვედრები 2022 წლის გაზაფხულზე ელის, ხოლო უშალოდ ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება. იქამდე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. ვასილ მაისურაძის გუნდი დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები