მძიმე ბრძოლა ტურინში - იუვემ რომა დაამარცხა
Aa
Aa

მძიმე ბრძოლა ტურინში - იუვემ რომა დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

პირველი ტაიმი შეიძლება ითქვას მოურინიოს ბიჭების კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის მე-16 წუთზე კინმა ტურინული გრანდი დააწინაურა. „ჯალოროსი“ მარცხს არ ეგუებოდა და ზეწოლას ქმნიდა. მეტიც, კინის გოლის შემდეგ მასპინძლებს პირველ ტაიმში კარში აღარ დაურტყამთ.

44-ე წუთზე „ბიანკონერის“ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ვერეტუ მივიდა, თუმცა შესნის ვერ აჯობა. მეორე ნახევარში „იუვენტუსმა“ თამაში დაალაგა და რომაელებს ბევრი სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა. ჟოზეს ბიჭებმა მეორე ტაიმში კარში ზუსტად ვერ დაარტყეს. საბოლოოდ მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ალეგრის გუნდის სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვემ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბებერი ქალბატონი“ 14 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა. მომავალ ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ინტერს“ ესტუმრება. მატჩი 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

რაც შეეხება „რომას“, „ჯალოროსი“ 15 ქულით მე-4 ადგილზეა. მომავალ ტურში მოურინიოს შეგირდები „ნაპოლის“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები