ლაპორტა:
Aa
Aa

ლაპორტა: "მესის ხელფასისთვის სესხიც ვერ ავიღეთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოან ლაპორტა დღეს მედიის წინაშე წარსდგა და ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ესპანელმა თავისი ინიციატივით ლიონელ მესიზე არაფერი თქვა. ფინანსებზე საუბრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა ლეოზე ჰკითხეს.

რა უპასუხა ლაპორტამ?

„მესი ჩვენგან ყველაფერ კარგს იმსახურებს. მისი ბარსაში ყოფნით ყველა ტკბებოდა. შესაძლოა ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მესი და „ბარსელონა“ არაჩვეულებრივი ისტორიაა. სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო მას ხელფასი ვერ გადავუხადეთ და ვერც სესხი ავიღეთ. ლეოსთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა. ვწუხვარ, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოვახერხე.“

ლაპორტა ფინანსურ პრობლემებზე

„დღეს ჩვენ 2020-21 წლების ფინანსურ აუდიტს ვხურავთ. რიცხვი კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. ვიტყოდი, რომ ეს ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ცუდი ფინანსური მდგომარეობაა. ვალი 1.35 მილიარდ ევროს შეადგენს. ნულოვანი ფულადი სახსრები - როცა ჩვენ კლუბში მოვედით, ხელფასებსაც კი ვერ ვიხდიდით. ეს არის ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. ამის შედეგები შეფასდება აუდიტის მიერ. თქვენ აქ ხართ შეკრებილი წინა ხელმძღვანელობის მართვის სერიოზული შედეგების გამო. იმის ნაცვლად, რომ გვეწუწუნა იმაზე, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, ჩვენ ვაიძულეთ თავი გვემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენი საბჭო დაუღალავად მუშაობს კლუბის ინსტიტუციონალური ხვრელიდან ამოყვანაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ სიტუაციის გამოსწორება ერთ დღეში შეუძლებელია. რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო მოლაპარაკება და გარიგება საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-თან, რომელიც უზრუნველყოფდა დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად. ჩვენ გადავხედეთ სპორტის კონტრაქტებს პირველ გუნდთან, შევამცირეთ სახელფასო ფონდი, რომელიც ბაზარზე ყველაზე მაღალი იყო - 30-50%-ით მეტი, ვიდრე ჩვენი კონკურენტები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ”.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები