ნევილი:
Aa
Aa

ნევილი: "იუნაიტედის ფეხბურთელებს არ აქვთ დე ბრუინისა და მანეს სამუშაო ეთიკა"

გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თავისი მოსაზრებები გამოთქვა.

„მათ აქვთ რებუსი - პოგბა და ფერნანდესი, ასევე რონალდუ და კავანი, გრინვუდი, რაშფორდი და სანჩო. ამ მოთამაშეების სიძლიერე ბურთის ხანგრძლივი ფლობით არ განისაზღვრება. დიდი მოთამაშეები განსხვავებული უნარებით გამოირჩევიან.

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს არ აქვთ ბერნარდუ სილვას, კევინ დე ბრუინისა და სადიო მანეს სამუშაო ეთიკა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები, რომლებიც ყველა მატჩში ნამდვილი ძაღლებივით მუშაობენ. მე ამას იუნაიტედის ვარსკვლავებში ვერ ვხედავ.

თუ კარგი მოთამაშე შენზე მეტს მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ცხრილში მათზე წინ ყოფნას. ეს მარტივია.

კლუბში ცდილობენ ვარანი, სანჩო და რონალდუ თამაშში ჩააშენონ და მე ვგრძნობ, რომ ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მაგრამ ახლა კლუბს დიდი წნეხი აქვს. მათ დახარჯეს მთელი ქონება და ჰყავთ მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი“.

- ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.

„იუნაიტედმა“ შაბათს „ლესტერთან“ 2:4 წააგო და ნელ-ნელა ოთხეულში ადგილს კარგავენ, რაც სულშერისთვის კარგად არ დასრულდება. მომდევნო ტურში „მანკუნიანელები“ „ლივერპულს“ უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები