პეკინი 2022 |  5 000-ზე მეტი სპორტსმენი დოპინგზე შემოწმდება
Aa
Aa

პეკინი 2022 | 5 000-ზე მეტი სპორტსმენი დოპინგზე შემოწმდება

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს, პეკინი უმასპინძლებს. 

ცნობილია დევიზიც - „ერთად, საერთო მომავლისთვის".

საინტერესოა, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლები, რომლებიც სამ კლასტერშია განთავსებული, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური და მყუდრო იქნება, ამასთანვე, სოფლის საერთო ზონაში სამი დიდი ეკრანი განთავსდება, სადაც სპორტსმენებს ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, მათ შორის: გარემოზე, უსაფრთხოებასა და მომსახურებაზე.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტო ტესტირება ჩაატარებს, შემოწმდება დაახლოებით 5 400-ზე მეტი სპორტსმენი.

2018 წლის თამაშებთან შედარებით შესამოწმებელ პოტენციურ კანდიდატთა რიცხვი გაიზარდა - პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ ტესტირება დაახლოებით 3 500-მა ოლიმპიელმა გაიარა.

IOC-ის ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ადამსის თქმით, ტოკიოს თამაშების წინ ITA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წინასაოლიმპიადო ტესტირების პროგრამა განახორციელა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები