დროგბას და სალაჰის შემდეგ - მანე პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

დროგბას და სალაჰის შემდეგ - მანე პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპული“ „უოტფორდს“ უპირისპირდება. მერსისაიდელები მალევე დაწინაურდნენ. მატჩის მე-9 წუთზე თავი სადიო მანემ გამოიჩინა და ამ გოლით სენეგალელი შემტევი ისტორიაში შევიდა.

მანე გახდა მესამე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 100 გოლი გაიტანა. სადიომდე მსგავსი შედეგი დიდიე დროგბამ და მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ფეხბურთელმა 100 გოლი პენალტის დარტყმის გარეშე გაიტანა.

მანე „ლივერპულში“

29 წლის შემტევი მერსისაიდულ გრანდს 2016 წლის ზაფხულში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა და „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი უმალვე გახდა. 2016 წლიდან დღემდე, მანემ „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 228-ჯერ მოირგო, 121 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები