კვარაცხელიას გარეშე - როგორია GOLDEN BOY-ს საუკეთესო ოცეული
Aa
Aa

კვარაცხელიას გარეშე - როგორია GOLDEN BOY-ს საუკეთესო ოცეული

იტალიური Tuttosport-ის ორგანიზებული Golden Boy 2021-ის გამოკითხვა გადამწყვეტ ფაზაშია. ცნობილია ოცეული, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

ნომინანტები

  1. ქარიმ ადეიემი (ზალცბურგი)
  2. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი)
  3. ედუარდო კამავინგა (რეალი)
  4. შარლ დე კეტელარე (ბრიუგე)
  5. გავი (ბარსელონა)
  6. ბრაიან ხილი (ტოტენჰემი)
  7. რაიან გრავენბერხი (აიაქსი)
  8. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  9. დანიელ მალდინი (მალდინი)
  10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
  11. ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)
  12. პედრი (ბარსელონა)
  13. რობერტო პიკოლი (ატალანტა)
  14. იერემი ხესუს პინო (ვილიარეალი)
  15. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი)
  16. როდრიგო (რეალი)
  17. ბუკაიო საკა (არსენალი)
  18. ვილიამ სალიბა (მარსელი)
  19. იურიენ ტიმბერი (აიაქსი)
  20. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

შეგახსენებთ, რომ Golden Boy 2021-ის სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, 105 ფეხბურთელიდან ხვიჩა საუკეთესო 40 ტალანტს შორის ვეღარ მოხვდა.

გამოკითხვა გულშემატკივარს შორის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ცნობილი ევროპული გამოცემები საუკეთესო ხუთეულს დაასახელებენ. ეს გამოცემები არიან: Bild, Blick, A Bola, l'Équipe, France Football, Marca, Mundo Deportivo, Ta Nea, Sport Express, De Telegraaf და The Times.

აღნიშნული ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება. ტიტულის მოპოვების კანდიდატები ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგების მოთამაშეები არიან, რომელთა ასაკი 21 წელს არ აღემატება. მისი გამარჯვებულნი არიან: რაფაელ ვან დერ ვაარტი, ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, მარიო გიოტცე, მარიო ბალოტელი და სხვები.

გასულ წელს Golden Boy 2020 ერლინგ ჰოლანდი გახდა, Golden Boy 2021-ის ვინაობას კი მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გავიგებთ.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები