მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ეს დადებითი რეზულტატია"

"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "დორტმუნდთან" სტუმრად მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ, "მონაკოს" თინეიჯერმა ფორვარდმა, კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"მოგება ძალიან გვინდოდა, რადგან ამ სტადიონზე გამარჯვება ყველა გუნდს უჭირს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოტივაციას გვმატებდა. 

კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მეტოქეს მართლაც ბევრი პრობლემა შევუქმენით. 

მეორე ნახევარში უკან დავიხიეთ, რამაც შეუძლებელია "დორტმუნდის" სტილისა და დონის გუნდთან პრობლემების წინაშე არ დაგაყენოს. 

მეტოქის მოედანზე 3 გოლის გატანა და მატჩის მოგება ცუდ შედეგად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, დღევანდელი რეზულტატი ჩვენთვის პოზიტიურია". - განაცხადა მბაპემ, რომელმაც გერმანელებს 2 გოლი გაუტანა. 

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა, მონაკოში, "ლუი მეორეზე", 19 აპრილს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები