გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა"

"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც "ატლეტიკომ" "ლესტერი" 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლის ავტორმა, ანტუან გრიზმანმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენ მხოლოდ პირველი მატჩი ვითამაშეთ და ვიცით, რომ მეორე გაცილებით რთული იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ "ლესტერმა" 1/8 ფინალშიც წააგო პირველი თამაში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. მეტოქის მიერ "სევილიასთან" ჩატარებულ შეხვედრებს ყურადღებით უნდა ვუყუროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. 

არ ვთვლი, რომ საუკეთესოდ ვითამაშეთ, უკეთესიც შეიძლებოდა. ინგლისში გასამართი მატჩი წინაა და ვეცდებით მას კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდეთ". - აცხადებს გრიზმანი. 

საპასუხო მატჩი ინგლისში, "კინგ პუოერ სთედიუმზე", 18 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები