„ბრწყინვალე შეხება ჰქონდა
Aa
Aa

„ბრწყინვალე შეხება ჰქონდა" - ქინქლაძე შირერისა და რიჩარდსის რჩეულთა შორის

BBC-ის წამყვანებმა მიკა რიჩარდსმა და ალან შირერმა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ის ფეხბურთელები დაასახელეს, რომლებიც ცრუმოძრაობებით, დრიბლინგითა და ბურთის კონტროლით გამოირჩეოდნენ და სანახაობრივი თამაშის სტილი ჰქონდათ.

რიჩარდსისა და შირერის რჩეულთა შორის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. რიჩარდსის რეიტინგში „ქინქი“ მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო შირერმა მას მე-9 პოზიცია მიაკუთვნა.

„ქინქლაძეს მიმართულების შეცვლა შესანიშნავად გამოსდიოდა და ბრწყინვალე შეხება ჰქონდა, თუმცა როგორც ამ სიაში მოხვედრილ სხვა ფეხბურთელებს, მას ლიგაში ცოტათი მეტი უნდა ეთამაშა“, - განაცხადა რიჩარდსმა.

ცნობისთვის, ქინქლაძის გარდა, BBC-ის წამყვანთა სიაში დიმიტრი პაიე, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ჟუნინიო, ლუკა მოდრიჩი, ედენ აზარი, პოლ გასკოინი, მეტ ლე ტისიე და კრიშტიანუ რონალდუ მოხვდნენ. მათ რჩეულს რაც შეეხება, პირველი ადგილი სწორედ პორტუგალიელმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ „ქინქი“ „სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და „ქალაქელთა“ ქომაგების გულებიც დაიპყრო. ქართველმა ლეგენდამ მანჩესტერელთა რიგებში 121 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 22 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები