პენალტია თუ ჯარიმა?! - გრიზმანმა
Aa
Aa

პენალტია თუ ჯარიმა?! - გრიზმანმა "ათლეტებს" მოაგებინა

"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე", "ატლეტიკომ" "ლესტერი" 1:0 დაამარცხა და განმეორებით მატჩს მცირე უპირატესობით ხვდება.

თამაშის 28-ე წუთზე ანტუან გრიზმანი ზედ საჯარიმოს ხაზზე მარკ ოლბრაიტონმა წააქცია, თუმცა რადგან ფრანგი საჯარიმოში დაეცა, მსაჯმა პენალტისაკენ მიუთითა. გამეორების ნახვისას ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ ამ ეპიზოდში არა პენალტი, არამედ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. ასეა თუ ისე, ნიშნულთან თავად გრიზმანი მივიდა და შეხვედრის ერთდაერთი გოლი შეაგდო. 

საპასუხო მატჩი ინგლისში, "კინგ პუოერ სთედიუმზე", 18 აპრილს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები