Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  12:33

ჰოლანდი პრიორიტეტია - სიტის წარმომადგენლები რაიოლას შეხვდებიან

„მანჩესტერ სიტის“ „დორტმუნდის“ ფეხბურთელის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის გადაბირება სურს. Times-ის ინფორმაციით, „ქალაქელებისთვის“ ნორვეგიელი შემტევის ტრანსფერი ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს და ისინი მიზნის მიღწევას ზამთარში შეეცდებიან.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ იანვარში ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლა „სიტის“ წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან სამომავლო გეგმებს განიხილავს. გუარდიოლას გამოკვეთილი ცხრიანი აკლია და „ქალაქელთა“ მესვეურებს მსოფლიო დონის ცენტრფორვარდის გაფორმება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. რამდენიმე გამოცემის ცნობით, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლიდან მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება. მეორე მხრივ, იწერება, რომ ასეთი პუნქტი არ არსებობს და „დორტმუნდი“ ჰოლანდის მსურველებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელი თავდამსხმელი შესანიშნავად გამოიყურება. ჰოლანდს მონაწილეობა 8 მატჩში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში