Whoscored - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები
Aa
Aa

Whoscored - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის მატჩი კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებს შორის. „ჯვაროსნებმა“ მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვეს. სტუმართა მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა მხრიდან თავი მურიქიმ გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ, ცნობილმა გამოცემა Whoscored-მა ვილი სანიოლის შეგირდები შეაფასა. ქართველთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება გურამ კაშიამ მიიღო.

ლორია 6.74, კაშია 7.16, დვალი 6.34, კაკაბაძე 6.80, ლობჟანიძე 6.77, გიორბელიძე 6.94, კვეკვესკირი 6.58, გვილია 6.87, წიტაიშვილი 7.08, ოქრიაშვილი 6.94, კვარაცხელია 5.77, დავითაშვილი 6.99, ქვილითაია 6.27, აზაროვი 6.19, ჩაბრაძე 6.27, მამუჩაშვილი 5.98.

როგორც ხედავთ, სამწუხაროდ ყველაზე დაფალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ორივე გუნდში კი ყველაზე მაღალი ქულა Whoscored-მა კოსოვოს თავდამსხმელს ვედატ მურიქის(7.56) დაუწერა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა დაუგროვდა და კოსოვოს გადაასწრო. ცხრილში ახლა ბოლო ადგილზე სწორედ შალანდერის გაწვრთნილი ნაკრებია. მომავალ ტურში „ჯვაროსნები“ საკუთარ კედლებში შვედეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები