დემეტრაძეს და კობიაშვილს გაასწრო - ''ოქრის'' მე-13 გოლი ეროვნულ ნაკრებში
Aa
Aa

დემეტრაძეს და კობიაშვილს გაასწრო - ''ოქრის'' მე-13 გოლი ეროვნულ ნაკრებში

თორნიკე ოქრიაშვილმა კოსოვოსთან შეხვედრაში  საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მე-13 გოლი გაიტანა. მან გიორგი დემეტრაძესა და ლევან კობიაშვილს გაუსწრო, რომელთა ანგარიშზე 12-12 გოლია.

აპოელ-ის ქართველმა შემტევმა კოსოვოსთან მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. მან კოსოვოელთა მეკარის, არიიანეტ მურიჩის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერაში კოსოვოსთან მატჩი რიგით 48-ე იყო. ლევან კობიაშვილმა 12 გოლი 100 შეხვედრაში შეაგდო, გიორგი დემეტრაძემ კი - 56 მატჩში.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავას შოთა არველაძე 26 გოლით ლიდერობს (60 მატჩი), თემურ ქეცბაიას აქტივში 17 გოლია (52 მატჩი), ალექსანდრე იაშვილმა 15 ბურთი მიითვალა (67 მატჩი), მე-4 პოზიციას კი თორნიკე ოქრიაშვილი 12 გოლით იკავებს.

ოქრიაშვილს მოჰყვებიან გიორგი დემეტრაძე (56 მატჩში 12 გოლი), ლევან კობიაშვილი (100 მატჩში 12 გოლი), ვაკო ყაზაიშვილი (55 მატჩში 11 გოლი), ჯაბა კანკავა (99 მატჩში 10 გოლი), მიხეილ ყაველაშვილი (46 მატჩში 9 გოლი), დავით სირაძე (28 მატჩში 8 გოლი) და გიორგი ქინქლაძე (54 მატჩში 8 გოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები