ოქრიაშვილი და წიტაიშვილი სასტარტოში - სანიოლის 11-ეული კოსოვოსთან
Aa
Aa

ოქრიაშვილი და წიტაიშვილი სასტარტოში - სანიოლის 11-ეული კოსოვოსთან

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში საქართველო გასვლით მატჩს სტუმრად კოსოვოსთან ჩაატარებს. ამ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტოში ოქრიაშვილი დააბრუნა, რომელმაც საბერძნეთთან საშინაო მატჩში ცვლილებაზე ითამაშა და მატჩის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა აპოელ-ის გარემარბი შეაქო:

''ოქრიაშვილი კარგად შემოვიდა, მან მონდომება და შრომა გამოავლინა, რაც ყველას უნდა ეჩვენებინა. ბოლომდე თამაშია მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა გაიაზროს''.

საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული გურამ კაშია, რომელიც ჯაბა კანკავას არყოფნაში ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს. საბერძნეთთან გამართული შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ასევე მოხვდნენ ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი.

შეგახსენებთ, დღევანდელ შეხვედრას აბურჯანია და კანკავა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ კოსოვოში გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

ვილი სანიოლმა კოსოვოს წინააღმდეგ სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა:

ლორია, კაკაბაძე, გიორბელიძე, დვალი, კაშია (კ), კვეკვესკირი, გვილია, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი.

კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერნარ შალანდის თერთმეტეული:

მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი (კ), ფაზლი, ალიტი, ჰალიმი, დრესევიჩი, სელინა, რაშანი, მურიქი, რაშიცა

კოსოვო-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები