სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, "ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ და ყველა ტურნირში მაქსიმუმის მიღწევა გვსურს. სწორედ ამაზეა ორიენტირებული მთელი "ატლეტიკო". 

შესაძლოა სხვა გუნდებს ჩვენი სათამაშო სტილი არ მოსწონთ და ვერ წარმოუდგენიათ ასე როგორ უნდა ითამაშო, თუმცა ეს ჩვენი ფეხბურთია. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით, ყველა ფეხბურთელი მოედანზე თავს დებს და ეს ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია. 

მართლაც, ვერც მე წარმომიდგენია, სხვა გუნდმა ამ თამაშით დიდ წარმატებას მიაღწიოს. 

გუნდების კლასის გათვალისწინებით, რთული მატჩი იქნება და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მათ მოედანზე გადაწყდება". - აცხადებს სიმეონე. 

"ატლეტიკოსა" და "ლესტერის" მატჩი, "ვისენტე კალდერონზე", 22:45 საათზე დაიწყება. თამაშს შვედი რეფერი, იონას ერიქსონი განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები