Aa
Aa

"სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო ზურაბი!" - სერბეთის პრეზიდენტი

ოსლოში დასრულებულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია,რომ სერბეთის დელგაციამ ნორვეგიაში ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა. უდიდეს წარმატებას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა.

“ვულოცავთ ჩვენს ზურაბი დათუნაშვილს ოსლოში გამართულ ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! ჩვენი ნაკრების წევრის დიდმა და დამაჯერებელმა წარმატებამ მთელ ერს დიდი სიხარული მოუტანა! სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო ზურაბი! გვჯერა წინ მეტი წარმატებები და მედლები გელოდებათ!” - განაცხადა ვუჩიჩმა

დათუნაშვილმა 87-კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ კირილ მასკევიჩს დაუპირისპირდა და 9:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 3-გზის ევროპის ჩემპიონმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა. მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ზურაბ დათუნაშვილმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოიპოვა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები