მსოფლიო ჩემპიონატი: გობაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გობაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლაშა გობაძემ (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ლაშამ სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის გუნდის წევრი ალირზაევი დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი მისი მეტოქე დანიის ნაკრების წევრი ტურპან ალი ბისულტანოვი იყო, რმელსაც 5:2 სძლია.

გობაძემ ბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო და 5:0-ს იგებდა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ბრინჯაოს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე ქართულმა დელეგაციამ კიდევ 2 მედალი მოიპოვა. 63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ფინალში ოქროს მედლისთვის ირანელ დალხანის დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

67 კგ კატეგორიაში რამაზ ზოიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი უშანსოდ 8:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები