მსოფლიო ჩემპიონატი: აბულაძე ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: აბულაძე ფინალში დამარცხდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილისთ მოჭიდავეთა ქართულმა დელეგაციამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ფინალში ოქროს მედლისთვის ირანელ დალხანის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.

თავიდან უპირატესობას ირანელი ფლობდა და ჩოგბჯენის გამოყენების შემდეგ 3:0-იც დაწინაურდა, თუმცა აბულაძემ ასევე ჩოგბჯენის შედეგად წინ გასვლა შეძლო და 4:3-საც იგებდა, თუმცა მეტოქემ მისი ზონიდან გაყვანა შეძლო და 1 ქულა მიიღო. ჩელენჯის აღების შემდეგ სამწუხაროდ გადაწყვეტილება არ გაუქმდა და პირიქით, მეტოქეს ქულა დაემატა.

ბოლო წამებზე აბულაძე მეტოქის მსგავსად მის ზონიდან გაყვანას შეეცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და დასანანი მარცხი იწვნია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დაპირისპირებაც გაიმართა - 87-კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ლაშა გობაძე დაამარცხა, რის შემდეგაც ფინალამდე მისვლა შეძლო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები