რეალში ვინისიუსის იმიჯზე და ბრენდირებაზე 39 ადამიანი მუშაობს
Aa
Aa

რეალში ვინისიუსის იმიჯზე და ბრენდირებაზე 39 ადამიანი მუშაობს

მადრიდის „რეალში“ ვინისიუს ჟუნიორის იმიჯზე და ზოგადად მის ბრენდირებაზე ჯამში 39 ადამიანი ზრუნავს. ინფორმაციას Marca და ბრაზილიური Globo ავრცელებენ.

მოედნის მიღმა ვინისიუსზე 12 ადამიანი ზრუნავს, რომელბიც მას არასდროს შორდებიან. ბრაზილიელს მომსახურე პერსონალი თითქმის ყველაფერში ეხმარება. მაგალითად, ფიზიოთერაპევტი და პირადი მზარეული - ეს ორი რამ, ფეხბურთელს მუდამ კარგ ფორმაში ყოფნის გარანტიად სჭირდება.

„ვინის“ პერსონალური ოპერატორი და ფოტოგრაფიც ემსახურება და ეს ყოველ მატჩზე ხდება. ასევე, ფეხბურთელს ეხმარებიან იურიდიული და ლოჯისტიკური საქმეების მოგვარებაშიც.

მას ჰყავს პირადი სტილისტებიც, რომლებიც ბრაზილიელის გარეგნულ მხარეზე ზრუნავენ.

როგორც ჩანს, „რეალი“ ვინისიუსისგან ვარსკვლავის შექმნას გეგმავს და ამით ფულის დაზოგვასთან ერთად მისი შოვნაც გამოუვათ, თუ რა თქმა უნდა „ვინიმ“ გაცემული ავანსები გაამართლა. ამჟამად ის კლუბში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ხელფასს იღებს (3.2 მილიონი).

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელ შემტევს ყველა ტურნირის ეგიდით 10 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები