ხედირა: მადრიდის დატოვება ადვილი არ იქნება
Aa
Aa

ხედირა: მადრიდის დატოვება ადვილი არ იქნება

როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, სემი ხედირა მადრიდის „რეალში“ უკანასკნელ თვეებს ატარებს.

გასულ ზაფხულს ფეხბურთელმა მადრიდულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი მოვლენები იმ გზით განვითარდა, რომ კლუბის ხელმძღვნანელებს ახალი ხელშეკრულების თაობაზე ფეხბურთელისთვის მეორედ აღარ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე 30 ივნისს სემი ხედირა თავისუფალი აგენტი გახდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი თავად ფეხბურთელი „marca“-ს გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მადრიდის დატოვება საკმაოდ რთული იქნება.

 „მე ძალიან მიყვარს სამეფო კლუბი და მისი დატოვება ადვილი არ იქნება. ჩემი კონტრაქტის ბოლო დღემდე მაქსიმუმ გავიღებ „რეალისათვის. ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს“ - განაცხადა ხედირამ.

 

ამჟამად, ფეხბურთელი იოაჰიმ ლიოვის განკარგულებაში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები