სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 87-კილოგრამ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ფინალში გავიდა და ოქროსთვის იჭიდავებს, სადაც ბელარუსის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

ფინალამადე დათუნაშვილმა დანიელი მოწინააღმდეგის ბარიერი გაიარა, თუმცა, კიდევ უფრო ადრე, გულშემატკივარმა ქართული დაპირისპირება იხილა - დათუნაშვილმა მეოთხედფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა გობაძე დაამარცხა.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 3-გზის ევროპის ჩემპიონმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა.  მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბ დათუნაშვილმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოიპოვა. მაშინ, 87-კილოგრამი წონითი ფინალურ ბლოკში ქართველმა სპორსტმენმა ხორვატ ივან ჰუკლეკს აჯობა (6-1).

შეგახსენებთ, რომ დღესვე ნორვეგიის დედაქალაქში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლისთვის ირანელ სპორტსმენს შეხვდება, 67-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რამაზ ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო რეპეშაჟის ნახევარფინალში, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას ლაშა გობაძე (87 კგ).

ფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები