27:0 - საქართველოს რაგბის 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

27:0 - საქართველოს რაგბის 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია

რუსეთში დასრულდა რაგბის 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი. ქალაქ კალინინგრადში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდა და უშანსოდ 27:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის 18-წლამდელთა გუნდი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

„ჩვენებურებმა“ მოწინააღმდეგის რბევა პირველივე ტაიმში დაიწყეს და 4 ლელო დადეს, ხოლო მეორე ტაიმში ერთი.  ცნობისთვის გეტყვით, რომ საქართველომ ფინალამდე მეოთხედფინალში ჩეხეთს 76:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბელგია 37:3 დაამარცხა.

იმასაც გეტყვით, რომ 2018 წელს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინალში საფრანგეთს 8:3 აჯობა, 2019 წელს კი ესპანეთი არ დაინდო 20:10. გასულ წელს ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები