„ხმას ნეიმარსა და მბაპეს მივცემდი, მაგრამ
Aa
Aa

„ხმას ნეიმარსა და მბაპეს მივცემდი, მაგრამ" - მესი ოქროს ბურთზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ოქროს ბურთის პრეტენდენტებზე ისაუბრა. „ლა პულგას“ სიტყვები ესპანურმა AS-მა გაავრცელა და არგენტინელმა ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებსაც გამოკითხვაში ხმას მისცემდა.

„ორი აზრი არაა, რომ ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ხმას მივცემდი. მაგალითად შემიძლია ნეიმარი და კილიან მბაპე მოვიყვანო. მეორე მხრივ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი ინდივიდუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან და შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა ამის ნათელი მაგალითები გახლავთ.

ამ ჯილდოს დასაკუთრება ადვილი არაა, რადგან ოქროს ბურთის მოსაგებად საჭიროა, ინდივიდუალურ დონეზე ბევრს მიაღწიო. პარალელურად, თავისი წონა ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა ამერიკასა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებასაც აქვს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა და გამოცემის რჩეულთა შორის რიად მაჰრეზი (სიტი), ნგოლო კანტე (ჩელსი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), კარიმ ბენზემა (რეალი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ლიონელ მესი (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), პედრი (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (სიტი), ნეიმარი (პსჟ), რუბენ დიაში (სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), სიმონ კიაერი (მილანი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ჟორჟინიო (ჩელსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რომელუ ლუკაკუ (ჩელსი), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფილ ფოდენი (სიტი), კილიან მბაპე (პსჟ) და ლუის სუარესი (ატლეტიკო) მოხვდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები