მსოფლიო ჩემპიონატი - ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

55 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი ნორან ჰახოიანის 9:0 დაამარცხა.

ოსლოს ხალიჩაზე ნუგზარი მხოლოდ რუს ემინ ნარიმანივუჩ სეფერშაევთან დამარცხდა. ქართველმა ფალავანმა დღეს კი რეპეშაჟში ყაზახ ხორლან ჟაკანშასთან იმარჯვა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი მედალია,ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის ხვალ ირაკლი ძიმისტარიშვილი, გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია შეუტევენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები