მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობ ქაჯაია ნახევარფინალში დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობ ქაჯაია ნახევარფინალში დამარცხდა

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

130 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან დაამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალამდე ოსლოს ხალიჩაზე ამერიკელ კოლტონ მიქაელ შულცსა და მორიგ მამლუქს ბექა კანდელაკს,რომელიც აზერბაიჯანის სახელით ჭიდაობს აჯობა.

დღესვე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) კი ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.

რამდენიმე წუთში კი ბრინჯაოს მედალს ნუგზარ წურწუმია შეუტევს,რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხ ნორარ ჰახოიანს შეხვდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები