რუსი დამარცხებულია - გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

რუსი დამარცხებულია - გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია

იტალიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა რუსი ადამ ცეჩოევი ვაზარით დაამარცხა.

ფინალამდე შერაზადიშვილმა 4 მეტოქეს მექსიკელ ხავიერ როსასას, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს, ყაზახ აყან ბაიგაზისა და უკრაინელ არტიომ ბუბირს აჯობა.

დღესვე საქართველოს სახელით 90 კილოში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იასპარეზეს. სამწუხაროდ ორივე ძიუდოისტი მედლის გარეშე დარჩა.

ამ მომენტისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს მედალია. შერაზადიშვილის გარდა მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახდა.

იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება და საქართველოს სახელით ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე , ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი იჭიდავებენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები