ლაპორტა:
Aa
Aa

ლაპორტა: "ბოლო წამს იმედი მქონდა, რომ ლეო უფასოდ თამაშს შემოგვთავაზებდა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ RMC Sport-თან ინტერვიუში ლეო მესის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, კლუბში ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არგენტინელის დარჩენა „ბლაუგრანას“ ფინანსურად პრობლემებს შეუქმნიდა.

„მესისთან ერთად ჩვენ ფეარ პლეის წესებს ვერ მოვერგეთ, არ გვქონდა ფინანსური სახსრების რეზერვი, რომ მისი კონტრაქტი შრომის ხარჯებში ჩაგვერთო. კლუბს აუდიტის ანგარიში ჰქონდა, რომელიც აჩვენებს, რომ ლეოში ინვესტიციის ჩადება დიდი რისკების წინაშე დაგვაყენებდა.

ბარსელონა მესიზე და ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას. კლუბს ფინანსურად მარაგი არ ჰქონდა.

მესიმ თავისი ვერსია შემოგვთავაზა, რომლის მიღებასაც შევეცადეთ, მაგრამ ხელფასებისთვის თანხების მისაღებად ირაციონალურ ოპერაციებზე წასვლა გვიწევდა - გარიგება CVC-სთან.

მესის სურვილი იყო კლუბში დარჩენილიყო, თუმცა ამავდროულად ის გარკვეული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რადგანაც პსჟ-ს წინადადება უკვე მიღებული ჰქონდა. ვფიქრობ, მათ უკვე იცოდნენ, რომ თუ ბარსელონაში ვერ დარჩებოდა, აუცილებლად პსჟ-ში წავიდოდა. ბოლო წამს იმედი მქონდა, რომ ლეო უფასოდ თამაშს შემოგვთავაზებდა, ლა ლიგა კი ამას არ დაბლოკავდა, მაგრამ ჩვენ მისი დონის ფეხბურთელს ამას ვერ ვთხოვდით.

ამის იმედი მქონდა, რადგან მას ვიცნობ, პირველ გუნდს ჩემი პრეზიდენტობის დროს შეუერთდა. მის ოჯახს ძალიან დავეხმარე. მან იცოდა, რომ როდესაც ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებდით, ის შეთანხმებულ ანაზღაურებას მიიღებდა.

ჩვენ გვსურს, რომ თუ მათი სურვილიც იქნება, როდესაც შესაფერისი დრო მოვა, მესისთვის სათანადო გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მოვაწყობთ“.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მესი L’Equipe-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წერს, რომელიც შაბათს უნდა გამოქვეყნდეს. როგორც გაირკვა, ლეო „ბარსელონადან“ წასვლის მიზეზებზე და იმ რთულ დღეებზე პირველად ისაუბრებს. აქედან გამომდინარე, ლაპორტას ეს ინტერვიუ გარკვეულწილად „დასწრებაც“ გამოდის. პრეზიდენტმა მოასწრო და ამ თემებზე პირელმა ისაუბრა.

საინტერესოა როგორი იქნება მესის ვერსია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები