„ფანჯრიდან იპარებოდა ვარჯიშზე რომ არ მოსულიყო
Aa
Aa

„ფანჯრიდან იპარებოდა ვარჯიშზე რომ არ მოსულიყო" - ცეცაძე ქართულ მენტალიტეტზე

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი სამტრედიას მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე იყო, რომლის ხელშიც არაერთ ფეხბურთელს გაუვლია. გამოცდილმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ქართულ საფეხბურთო მენტალიტეტზე:

ფეხბურთელი ბერი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.

ერთი ფეხბურთელი მყავდა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. სახელს და გვარს არ ვიტყვი. როცა წამოიზარდა სახლში თავად ვაკითხავდი, ვარჯიშზე რომ წამეყვანა. ბავშვობიდან ჩემს ხელში იზრდებოდა. მე რომ კარიდან შევდიოდი, ის ფანჯრიდან იპარებოდა, მემალებოდა, ვარჯიში არ უნდოდა. მერე მის მეგობრებს ვესაუბრე და ვუთხარი, რაც ხდებოდა. მეგობრებმაც ვერ უშველეს.

სხვადასხვა დროს გია ცეცაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში მუშაობდა, ასევე, საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებში, საკლუბო დონეზე მას არაერთ ქართულ გუნდში უმუშავია, მათ შორის: გორის დილაში, ლოკომოტივში, საბურთალოსა და სამტრედიაში.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28 ტურია გასული. ამ ეტაპზე ცეცაძის სამტრედიას 16 ქულა აქვს და ლიგა 2-ში დაქვეითების კანდიდატია.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები