ბრწყინვალე იპონი - გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი
Aa
Aa

ბრწყინვალე იპონი - გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი

იტალიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ახალგზარდა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი იპონით დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ფალავანმა 4 მეტოქეს ჩილელ ლუკას ფერნანდეს,იტალიელ სიმონე ავერსკას, ყაზახ შერზოდ დავლატოვსა და ებრაელ იამ ვოლჩაკს აჯობა.

ამავე წონაში გამოდიოდა შაქრო შათირიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას დაემშვიდობა.

დღესვე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ლაფაჩიშვილმა იასპარეზა,რომელიც სამწუხაროდ პირველივე ორთაბრძოლაში იტალიელ იელენა მონაკოსთან დამარცხდა.

იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება, საქართველოს სახელით კი გიორგი შერაზადიშვილი, ნინო ლოლაძე და რეგინა უთნელიშვილი იასპარეზებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები