ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უელსის 19-წლამდე ნაკრებებმა ქულები გაიყვეს
Aa
Aa

ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უელსის 19-წლამდე ნაკრებებმა ქულები გაიყვეს

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდა. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ნორვეგიის, უელსისა და კოსოვოს ნაკრებებთან თამაშობს.

უელსისა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებების შეხვედრა ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონზე, ფრამპარკენზე, დღეს შედგა და ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ხარატიშვილი, ჩხეტიანი, პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი), გაგნიძე (c), გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი), გვიშიანი, კვერნაძე (სიხარულაშვილი), ო.მამაგეიშვილი

საქართველოს ნაკრების სრული განაცხადი

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

19-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო, პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი, გიორგი აბუაშვილი ვერ ეხმარება.

ჯგუფში გამართული პირველი მატჩების შემდეგ, 3 ქულით ლიდერი ნორვეგიაა. 1-1 ქულა უელსსა და საქართველოს აქვთ, ხოლო 0 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილს, კოსოვო იკავებს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 12 ოქტომბერს - ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები