ომის დაწყების შემთხვევაში მანჩესტერის საწვრთნელ ბაზაზე კარტოფილს მოიყვანენ
Aa
Aa

ომის დაწყების შემთხვევაში მანჩესტერის საწვრთნელ ბაზაზე კარტოფილს მოიყვანენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში „წითელი ეშმაკების“ საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. „ფერგიმ“ კარინგტონის საწვრთნელი ბაზის ისტორიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიწის შეძენის სანაცვლოდ კლუბს გარკვეული ვალდებულებების აღება მოუწია.

„კლიფი (მანჩესტერის ძველი ბაზა) კარგი კომპლექსი იყო, როცა გუნდში პირველად მივედი, მაგრამ შემდეგ იუნაიტედი, როგორც კლუბი გაიზარდა და იქ ადგილი უბრალოდ არ გვყოფნიდა. ამიტომ, მანჩესტერში მიწის ნაკვეთის ძებნა დავიწყეთ, სადაც ახალ საწვრთნელ ბაზას ავაშენებდით.

ერთ დღეს, იუნაიტედის აკადემიის დირექტორი, ლეს კერშოუ, რომლის მეგობარიც Shell-ის თანამშრომელი გახლდათ, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ Shell კარინგტონში მიწის ნაკვეთს ყიდდა. თუ სწორად მახსოვს, საუბარი 28 აკრზე იყო და გარკვეული ვალდებულებები დაგვაკისრეს. მაგალითად, ომის შემთხვევაში სავარჯიშო მოედნებზე კარტოფილი უნდა მოვიყვანოთ, ხოლო მიწის ნაკვეთის ბოლო ნაწილში ერთი ან ორი აკრი კანადური ბატებისთვის უნდა დაგვეტოვებინა. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე თხრილი იყო, რომლებშიც მემინდვრიები ცხოვრობდნენ და უფლება არ გვქონდა, მათ შევხებოდით“.

ფერგიუსონის თქმით, მისი მწვრთნელობის პერიოდში ამ ვალდებულებებს მკაცრად იცავდნენ, ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები