Aa Aa
5 ოქტომბერი 2021  |  23:48

''ასეთ შემთხვევაში სათამაშო დრო გაეზრდება'' - ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილზე

Behindthebuckpass-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს ''მილუოკის'' კალათბურთელების შესახებ. სტატიის მიხედვით ბობი პორტისის ტრავმის შემდეგ უფრო დიდი შანსია, რომ სანდრო მამუკელაშვილი ცენტრის ამპლუაში ვიხილოთ, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე პრობლემები აქვს.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კვირას გამართულ ორმხრივ თამაშში მამუკელაშვილმა ცენტრის პოზიციაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, შესაძლოა NBA-ს სეზონი მამუკელაშვილმა ამ პოზიციაზე დაიწყოს.

''სეტონ ჰოლში ბრწყინვალე თამაშით ბევრი ქომაგი შეიძინა. მისი სიმაღლიდან გამომდინარე შესანიშნავი უნარები გამოავლინა. ის ასევე დამაჯერებელი იყო საზაფხულო ლიგაზე.

ასაკიდან გამომდინარე 33 წლის ბრუკ ლოპესისთვის რეგულარულად სასტარტოში თამაში რთული იქნება, ბობი პორტისი კი ტრავმირებულია. მათ შემდეგ ამ პოზიციაზე სანდრო მამუკელაშვილი განიხილება, რომელიც ''მილუოკმა'' დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია.

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში გამოჩნდება თუ რამდენად ენდობიან მამუკელაშვილს ცენტრის პოზიციაზე. თუ თავს გამოიჩენს შეტევასა და დაცვაში პროდუქტიული თამაშით, მისი სათამაშო დრო გაიზარდება''.

NBA-ის საზაფხულო ლიგაზე ''მილუოკის'' მაისურით სანდრო მამუკელაშვილის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო: 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრაა. ის ტურნირის მესამე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage