„გაქცევის საშუალება არ მივეცი
Aa
Aa

„გაქცევის საშუალება არ მივეცი" - UFC-ის მებრძოლმა მანქანის ქურდი დაიჭირა

UFC-ის მებრძოლმა, კევინ ჰოლანდმა მანქანის ქურდი დაიჭირა. გუშინ, იგი თავის მწვრთნელთან სავარჯიშოდ მიდიოდა და ბენზინგასამართ სადგურზე ყოფნისას ყვირილი მოესმა. ამერიკელმა გაიგო, რომ ვიღაცამ ავტომობილი გაიტაცა და გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა. 

პოლიციისთვის დარეკვის ნაცვლად, ჰოლანდმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და დაზარალებულთან ერთად ავტომობილის ქურდს დაედევნა: „სამართლდამცველებთან დარეკვის ნაცვლად, ჩემს მწვრთნელს დავუკავშირდი. ვუთხარი, რომ გატაცებული მანქანა მის უბანში გადაადგილდებოდა და შეგვეძლო, ქურდისთვის გზა ჩაგვეჭრა და დაგვეკავებინა“, - აცხადებს ჰოლანდი.

UFC-ის მებრძოლის მწვრთნელი, შაგ დორსი საკუთარი ავტომობილისკენ გაემართა, რათა კევინს დახმარებოდა და როცა მანქანაში ჯდებოდა, მობილურ ტელეფონში ავარიის ხმა გაიგო. „ეს ბიჭი ქუჩაში გავიდა და ტრაილერს დაეჯახა. როგორც კი მანქანა დაამტვრია, მაშინვე ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევა სცადა. წინ გატაცებული მანქანის პატრონი დახვდა, მეორე მხარეს კი მე ველოდებოდი და რატომღაც ჩემკენ წამოვიდა. გაქცევის უფლება არ მივეცი და ხაბიბის სტილში შევბოჭე. მითხრა, ვერ ვსუნთქავო და აქ სწორედ ამიტომ გადმოვიყვანე. როცა შებოჭილი მყავდა, მანქანის პატრონი მოვიდა, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო და მისთვის ფეხის დარტყმას აპირებდა. ვუთხარი, რომ ეს საჭირო არ იყო და თუ ამას მაინც გააკეთებდა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. საბოლოოდ, პოლიციელები მოვიდნენ და დამნაშავე წაიყვანეს“, - თქვა ჰოლანდმა.

UFC-ის მებრძოლის გმირობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დორსის თქმით, ჰოლანდის ქმედებები მის ღირებულებებსა და ხასიათს იდეალურად აღწერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები