მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ოსლოში მიმდინარე თავისუფალ სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოს მედალს შეუტევს.

70 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს შეხვდება. ზურამ რეპეშაჟში დიდ ბრიტანელ ნიკოლაი კოჯოკარუს ანგარიშით 5:0 აჯობა.

შეგახსენებთ,ზურამ ასპარეზობა გუშინ დაიწყო და მეოთხედფინალამდე გავიდა,სადაც პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დამარცხდა.

თავისუფალ სტილით მოჭიდავეები ასპარეზობას დღეს ასრულებენ და სამწუხაროა,რომ საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ჩემპიონატს ოქროს მედლის გარეშე ასრულებს.

ამ მომენტისთვის ჩვენმა ნაკრებმა ოსლოში მხოლოდ 2 მედალი დაისაკუთრა. ვერცხლს გენო პეტრიაშვილი დასჯერდა,ხოლო ბრინჯაო ნიკა კენჭაძემ მოიპოვა.

ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე განახლდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები