მსოფლიო ჩემპიონატი | ნიკა კენჭაძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | ნიკა კენჭაძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 79-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემ სომეხი არმან ავაგიანი დამაჯერებლად - 10-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყველაფერი კინ გუშინ დაიწყო, როდესაც კენჭაძე არბიტრის უსამართლო გადაწყვეტილების გამო შეხვედრა ნახევარფინალში, ირანელი მეტოქის, მუჰამედ ნოხოდილარიმის წინააღმდეგ 5-6 დათმო და ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა. 19 წამით ადრე მეტოქემ საკამათო ეპიზოდისას ეგრეთწოდებული ჩელენჯი გამოიყენა და არბიტრებმა ირანელს ქულა უსამართლოდ მისცეს.

მომენტი შეფასდა, როგორც ზონიდან გაქცევა, თუმცა კენჭაძემ მუხლებზე დადგომა მოასწრო და ირანელმა მისი გადაყვანა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა.

საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 20 სპორტსმენითაა (10 თავისუფალი, 10 ბერძნულ-რომაული) წარმოდგენილი.

ტურნირი 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბერს დასრულდება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები