42-ე მატჩი წაუგებლად - მოურინიომ ალეგრის რეკორდი დაამხო
Aa
Aa

42-ე მატჩი წაუგებლად - მოურინიომ ალეგრის რეკორდი დაამხო

სერია A-ს მე-7 ტურში „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ეს შედეგი კი ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში რეკორდული გამოდგა.

„განსაკუთრებულმა“ სერია A-ში საშინაო მატჩებში დაუმარცხებელი სერია 42-მდე გაზარდა, რაც იტალიაში რეკორდი გახლავთ. იგულისხმება 1994-95 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში მოგება 3 ქულით ფასდება.

მოურინიომ მასიმილიანო ალეგრის რეკორდი მოხსნა, რომელსაც შინ წაგება 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ „რომა“ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაიბარა, იქამდე კი სერია A-ში 2008-2010 წლებში მილანის „ინტერს“ ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჩემპიონატთან ერთად ნანატრი ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

რაც შეეხება უშუალოდ „ემპოლისთან“ მატჩს, რომაელებმა შეხვედრა 42-ე და 48- წუთებზე პელეგრინისა და მხითარიანის გოლებით მოიგეს.

ამ მომენტისთვის მოურინიოს „რომა“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები