Aa
Aa

"ფრე კარგი შედეგია" - გუარდიოლა ლივერპულთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ლივერპულმა“ მოქმედ ჩემპიონს „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. მერსისაიდელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა „ქალაქელებმა“ ორივე შემთხვევაში გაათანაბრეს ანგარიში. საბოლოოდ 2:2 და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის დასრულების შემდეგ პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატია. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა. თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგს ვერ შევცვლით. ის, თუ როგორ ვითამაშეთ „ჩელსისთან“, პსჟ-სთან და „ლივერპულთან“ ცხადჰყოფს, რომ დიდებული გუნდი ვართ. „ლივერპული“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

დღეს არ წავაგეთ და ფრე კარგი შედეგია. ასე უნდა გავაგრძელოთ. ვლოცულობ, რომ ფეხბურთელები სანაკრებო პაუზიდან ჯანმრთელები დაბრუნდნენ. დღეს, მეტოქეს პირველ ტაიმში შანსი არ ჰქონია, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი რეაქცია მათ შეტევებზე შესანიშნავი იყო.

როდესაც „ენფილდზე“ 0:1-ს აგებ ბევრი რამ რთულდება, მაგრამ კონცენტრაცია არ დავკარგეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. პსჟ-სთან მატჩის შემდეგ დასვენებისთვის ბევრი დრო არ გვქონდა და „ლივერპულთან“ შეხვედრა ცუდ დროს მოგვიწია. საბოლოო ჯამში, სეზონი კარგად დავიწყეთ.“

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

7 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. „მანჩესტერ სიტი“ კი 14 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა. პრემიერ ლიგას ლონდონის „ჩელსი“ 16 ქულით ლიდერობს.

მომავალ ტურში მერსისაიდული გრანდი „უოტფორდს“ დაუპირისპირდება. მატჩი 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება. რაც შეეხება „სიტის“, „ქალაქელები“ ასევე 16 ოქტომბერს „ბარნლის“ უმასპინძლებენ. ხსენებული დაპირისპირება თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები