არბიტრის უსამართლო გადაწყვეტილება - კენჭაძე ნახევარფინალში დამარცხდა
Aa
Aa

არბიტრის უსამართლო გადაწყვეტილება - კენჭაძე ნახევარფინალში დამარცხდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიკა კენჭაძემ ირანელ მუჰამედ ნოხოდილარიმთან ორთაბრძოლა 5:6 დათმო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქართველმა ფალავანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა მეტოქემ პირველი ნახევარი 4:2 მოიგო. დასკვნითი 3 წუთი კი ქართველმა აქტიურად ჩაატარა და 45 წამით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა. 4:4-ზე ფინალში კენჭაძე გადიოდა, თუმცა 19 წამით ადრე მეტოქემ საკამათო ეპიზოდისას ეგრეთწოდებული ჩელენჯი გამოიყენა და არბიტრებმა ირანელს ქულა უსამართლოდ მისცეს.

მომენტი შეფასდა, როგორც ზონიდან გაქცევა, თუმცა კენჭაძემ მუხლებზე დადგომა მოასწრო და ირანელმა მისი გადაყვანა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა.

საბოლოოდ, ბრძოლა ირანელის გამარჯვებით 6:5 დასრულდა. კენჭაძე კი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები