17 ქულა და MVP - შენგელიას მაგარი მატჩი ნოვგოროდთან
Aa
Aa

17 ქულა და MVP - შენგელიას მაგარი მატჩი ნოვგოროდთან

VTB ლიგის მესამე ტურში მოსკოვის ცსკა „ნიჟნი ნოვგორდს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა. „არმიელებმა“ 92:72 მოიგეს და სატურნირო ცხრილს სამიდან სამი გამარჯვებით დამაჯერებლად ლიდერობენ.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და საბოლოოდ MVP გახდა. თორნიკემ პარკეტზე 23 წუთი და 32 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 17 ქულას, 7 მოხსნას და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შენგელიამ 6-დან ერთი 3-ქულიანი ჩააგდო, ხოლო 9-დან ხუთი 2-ქულიანი. ქართველმა კალათბურთელმა 5 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომლიდანაც 4 ზუსტი იყო. თორნიკემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში ცსკა პარმა პერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები