კარში ზუსტად ერთხელ ვერ დაარტყეს - პსჟ რენთან დამარცხდა
Aa
Aa

კარში ზუსტად ერთხელ ვერ დაარტყეს - პსჟ რენთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში სენსაცია დაფიქსირდა. „რენმა“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პოჩეტინოს გუნდმა მოწინააღმდეგეს კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაურტყა. მასპინძლებმა დონარუმას კარისკენ 4-ჯერ გაისროლეს. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინომ მინდორზე ერთდროულად მესი, ნეიმარი, მბაპე და დი მარია გამოყვანა.

მატჩში ანგარიში 45-ე წუთზე გაეტან ლაბორდიმ გახსნა და პირველი ტაიმი „რენის“ სასარგებლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში მასპინძლებმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყეს, ხოლო ზუსტი აქედან 2 იყო. პსჟ-მ კი 6-ჯერ არაზუსტად გაისროლა.

მეორე ტაიმში ბურთს, რა თქმა უნდა, პარიზელები ფლობდნენ, მაგრამ შეტევები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს. 46-ე წუთზე ლაბორდიმ ტაიტს საგოლე პასი გაუკეთა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. პოჩეტინოს გუნდმა საწყის წუთებზე „ცივი შხაპი მიიღო.“

68-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერის შემოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

პარიზულ გრანდს მარცხის მიუხედავად 24 ქულა აქვს და ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს. „რენი“ კი 12 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მომავალ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „ანჟერს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 15 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები