მარსელის ექს-პრეზიდენტი ბერნარ ტაპი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

მარსელის ექს-პრეზიდენტი ბერნარ ტაპი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

''მარსელის'' ექს-პრეზიდენტი ბერნარ ტაპი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 2017 წლიდან მოყოლებული ფრანგი ბიზნესმენი სიმსივნეს ებრძოდა.

1986-94 წლებში ტაპი ''მარსელის'' პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის დროს კლუბმა ზედიზედ ოთხჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 1992-93 წლების სეზონში ''მარსელი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, მიუნხენის ''ოლიმპიაშტადიონზე'' გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგულმა გუნდმა ბაზილ ბოლის გოლით ''მილანი'' დაამარცხა (1:0).

ფოტოზე: ბაზილ ბოლი და ბერნარ ტაპი

''მარსელის'' ოფიციალური ვებგვერდი ექს-პრეზიდენტის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

''ჩვენს გულებში დიდი კვალი დატოვა. სამუდამოდ, ''მარსელის'' ლეგენდად დარჩება''.

ბერნარ ტრაპი იყო ბიზნესმენი, პოლიტიკური ფიგურა და ევროპარლამენტის წევრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები