პეტრიაშვილი ფინალშია ! - კენჭაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
Aa
Aa

პეტრიაშვილი ფინალშია ! - კენჭაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილი გავიდა. მან ნახევარფინალში ყაზახი ოლეგ ბოლტინი 10:0 დაამარცხა და ფინალში ხვალ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, ნახევარფინალამდე პეტრიაშვილმა ჯერ მონღოლი ლხაგვასურენ მუნხტური 11:1 დაამარცხა, შემდეგ კი ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერს 5:0 სძლია. ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.

კენჭაძე (74 კგ.) ნახევარფინალში ტაჯმურაზ მაირბეკოვიჩს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა. ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მან ნახევარფინალამდე სატო მასაკისა (13:2) და ალიაკბარ ემამიჩოგაეის (10:1) ბარიერები დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები