ორი ქართველი ნახევარფინალშია - პეტრიაშვილისა და კენჭაძის წარმატებული გამოსვლა
Aa
Aa

ორი ქართველი ნახევარფინალშია - პეტრიაშვილისა და კენჭაძის წარმატებული გამოსვლა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი ოლეგ ბოლტინია.

ნახევარფინალამდე მიმავალ გზაზე პეტრიაშვილმა ჯერ მონღოლი ლხაგვასურენ მუნხტური 11:1 დაამარცხა, შემდეგ კი ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერს 5:0 სძლია.

პეტრიაშვილის მსგავსად ნახევარფინალში ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) იასპარეზებს, რომელმაც ნახევარფინალამდე სატო მასაკისა (13:2) და ალიაკბარ ემამიჩოგაეის (10:1) ბარიერები დაძლია.

კენჭაძე ნახევარფინალში ტაჯმურაზ მაირბეკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც სლოვაკეთის სახელით გამოდის.

86 კგ. წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი მეოთხედფინალში აბუბაქარ აბაქაროვთან 2:10 დამარცხდა, თუმცა თუ აზერბაიჯანელი ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები