Aa
Aa

"ის საბოლოოდ დაბრუნდა" - გენტში ჩაკვეს იმედი ისევ აქვთ

ცნობილი ბელგიური გამოცემა voetbalnieuws-ი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც ჩანს, „გენტში“ ქართველი ფეხბურთელის იმედი კვლავ დაუბრუნდათ და მის სანაცვლოდ სატრანსფერო ბაზარზე კარგი თანხის გამომუშავებასაც გეგმავენ.

ბელგიელებს სჯერათ, რომ ჩაკვეტაძე თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.

რას წერს ბელგიური გამოცემა

„ბელგიაში უკვე მეოთხე წელია გიორგი ჩაკვეტაძე უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. თუმცა, ტრავმების გამო ქართველმა სამწუხაროდ (ჯერ კიდევ) ვერ შეძლო ამ სტატუსის დაცვა. მაგრამ, როგორც ჩანს ამ სეზონში ჩაკვეტაძე საბოლოოდ დაბრუნდა და „გელამკო არენაც“ ოცნებებს უბრუნდება.

2017 წლის აგვისტოში, გენტმა საუკეთესო ქართველი ტალანტი გაიფორმა. ის თბილისის დინამოს აკადემიიდან იყო, სადაც ცნობილი გახლდათ, როგორც ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველი. ლევერკუზენის ბაიერი, მიუნხენის ბაიერნი, ტოტენჰემი, ბორნმუთი და ჰოფენჰაიმი - მათ ინტერესი გამოიჩინეს, მანჩესტერ იუნაიტედმა კი 6 მილიონიანი შეთავაზებაც კი გააკეთა. თუმცა გენტს დინამოსთან შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა.

ჩაკვეტაძემ თავისი წარმოუდგენელი ნიჭითა და ბურთის საოცარი ფლობით ადგილობრივი გულშემატკივრების გულები მალევე დაიპყრო. ფეხბურთის საყურებლად ტრიბუნებზე ხომ სწორედ ამისთვის დადიან. მისი შთამბეჭდავი სპექტაკლები შეუმჩნეველი არც საზღვარგარეთ დარჩენილა.

მალე ტოტენჰემი ჩაკვეტაძით კვლავ დაინტერესდა, მაგრამ 2018 წელს გენტის გენერალური დირექტორი მიშელ ლუვაგი ამბობდა, რომ კლუბს მისი ნაადრევად გაყიდვა გეგმაში არ ჰქონდა, რადგან ფეხბურთელის საბაზისო ღირებულება მალე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ქართველის გაყიდვას 15 მილიონ ევროდაც გეგმავდნენ, თუმცა 2019 წლიდან მისი აღმავლობა მოულოდნელად შეწყდა, ბოლო ორ სეზონში ის თითქმის დაივიწყეს, თუმცა ბოლოს და ბოლოს ის ბრუნდება, მაგრამ მისმა რეაბილიტაციის პროცესმა ბევრი ცდისა და შეცდომის ფონზე ჩაიარა.

2021 წელს ჩაკვეტაძემ მუსკრონის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ეს მისი პირველი სათამაშო წუთები იყო 2020 წლის შემდეგ.

გასულ უქმეებზე სერკლ ბრიუგეს წინააღმდეგ ჰაინ ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძე ძირითადში ათამაშა და გენტის რიგებში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ჩაკვეტაძე გუნდში ფეხით საუკეთესოდ თამაშობს. ის სტატუსის აღდგენისკენ წინ დამაჯერებლად მიიწევს. ის ფიზიკურად უფრო მეტად გაძლიერდება, რაც მას უფრო მეტად მოძრაობის საშუალებას მისცემს“.

- აღნიშნა ჰაინ ვანჰეზებრუკმა.

ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვების გზაზეა. მიშელ ლუვაგიც სიამოვნებით ნახავს ამას, იმ იმედით, რომ ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულება დაუბრუნდება თავდაპირველ 9 მილიონ ევროს. ან კიდევ უფრო მეტი გახდება. ეს პროცესი ასევე ცდასა და შეცდომებს მოიცავს. ჩაკვეტაძეს ხუთშაბათს ანორთოსისის წინააღმდეგ მატჩში თამაშზე უარის თქმა მოუწია, რადგან მას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს. გეგმა არის ის, რომ ქართველი კვირას ანტვერპენის წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადოს. ეს უკვე პროგრესია“. – წერს ბელგიური გამოცემა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები