მსოფლიო ჩემპიონატი - ქალთა ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქალთა ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა

ესპანეთში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები ინდოეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფრედ 2:2 ითამაშა. თავიანთი პარტიები ყაიმად ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა დაასრულეს. ლელა ჯავახიშვილმა კი ბაქტი კულკამი დაამარცხა,ხოლო დასანანი მარცხი სალომე მელიამ განიცადა.

მეორე მატჩში კი ჩვენი ნაკრები 1,5:2,5 დამარცხდა. ნანა ძაგნიძემ თავისი პარტია კვლავ ყაიმით დაასრულა. ლელა ჯავახიშვილი ოპონენტს აჯობა, ხოლო მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილი დაპირისპირებები დათმეს.  

სამწუხაროდ ჩვენი გოგონები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. ფინალურ შეხვედრაში კი ინდოეთის ნაკრები უკრაინას შეხვდება,რომლებმა რუსეთის ნაკრების 2:0 აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია იცავდნენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები