მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები ცნობილია

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, 2-10 ოქტომბერს, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 20 სპორტსმენით (10 თავისუფალი, 10 ბერძნულ-რომაული) წარდგება.

ხვალიდან საქმეში თავისუფალ სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და ნორვეგიულ ხალიჩაზე ორივე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ბექა ლომთაძესა და გენო პეტრიაშვილს ვიხილავთ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები 61,74,86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ჩემპიონების გარდა  ავთანდილ კენჭაძე და სანდრო ამინაშვილი იჭიდავებენ.

დღეს ოსლოში კენჭისყრა გაიმართა და ქართველმა გულშემატკივარმა ჩვენი ფალავნების მეტოქეების ვინაობა გაარკვია.61 კილოში ლომთაძე პირველ წრეს გამოტოვებს და მერვედფინალში მოწინააღმდეგეს დაელოდება, სადაც ბექა კორეელ სუნგვონ კიმსა და ინდოელ რავინდერ რავინდრეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კენჭაძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე გერმანელი ოსმან კუბილაი ჩაქიჩი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კენჭაძე იაპონელ მასაკი სატოსა და ბიუნგმინ გონგს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

86 კილოში კი სანდრო ამონაშვილი მედლისტის ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ყაზახი აზამატ ბაულეტბეკოვი ან პოლონელი სებასტიან იეჟირზანსკი იქნება.

ბოლოს კი ოსლოს ხალიჩაზე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გამოჩნდება,რომელიც ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს. ოლიმპიადის ფინალის შემდეგ ქართველი ფალავნი პირველ ბრძოლას გამართავს და მისი მეტოქე მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური იქნება. აღსანიშნავია,რომ თავისუფალ სტილში 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ დენ სტივესონი მონაწილეობას არ მიიღებს. შეგახსენებთ,რომ ამერიკელი მოჭიდავე რესლინგში წავიდა და კონტრაქტი WWE-სთან გააფორმა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები