ჯერარდი რასიზმზე:
Aa
Aa

ჯერარდი რასიზმზე: "გულდასაწყვეტია. ტრიბუნებზე ბევრი ბავშვი იყო"

„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ევროპა ლიგის მატჩში პრაღის „სპარტასთან“ შეხვედრაში ქომაგების მხრიდან რასისტული შეძახილების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის მსვლელობისას მასპინძელთა ქომაგებმა „რეინჯერსის“ ფეხბურთელს გლენ კამარას მისამართით რასისტული შინაარსის ფრაზებს სკანდირებდნენ.

„ის ფაქტი, რომ ისინი შეურაცხყოფას გამიზნულად გლენს აყენებდნენ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. ტრიბუნებზე ბევრი ბავშვი იყო. ამ ინციდენტის მიზეზი ის არის, რომ მსგავსი რამ აქ უკვე მოხდა.

უეფასგან მეტი მოქმედებაა საჭირო. არა მხოლოდ ჩემგან, არამედ მსოფლიოში მყოფი ყველა ადამიანისგან. რასიზმი უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ამის აღმოფხვრაა საჭირო.

მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა ეს სერიოზულად მიიღონ და მეტად იმოქმედონ. სანამ ასე არ მოხდება, მსგავსი შემთხვევების წინაშე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღმოვჩნდებით“.

მატჩი პრაღელებმა 1:0 მოიგეს. რაც შეეხება კამარას, მან 42-ე და 74-ე წუთებზე ორი გაფრთხილება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები